იცით პერჯეტას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პერჯეტას გვერდითი მოვლენებია: არასასურველი გვერდითი მოვლენები: არასასურველი გვერდითი მოვლენები: , რომლებიც გამოვლინდა პერჰეტას და ჰერცეპტინის კომბინაციის ჯგუფში დოცეტაქსელის შეწყვეტის შემდეგ: ADRs CLEOPATRA კვლევაში დოცეტაქსელის მიღების შეწყვეტის შემდეგ არასასურველი გვედითი ეფექტები გამოვლინდა <10% სიხშირით, გარდა შემდეგი გვედით ეფექტებისა: ADRs were reported less of დიარეა (19.1%), ზედა სასუნთქი გზების ინფექციები(12.8%), გამონაყარი (11.7%), თავის ტკივილი (11.4%)და გადაღლილობის შეგრძნება (11.1%). წამლის განსაკუთრებული გვერდითი ეფექტები:ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები/ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ანაფილაქსია. ძირითადი კვლევის მიხედვით ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები განისაზღვრა, როგორც ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც გამოვლინდა ინფუზიის განმავლობაში ან ინფუზიის დღეს. CLEOPATRA კვლევაში პერჯეტას მიღებასთან დაკავშირებული რეაქციების დაფიქსირების მიზნით,  პერჯეტას საწყისი დოზა ინიშნებოდა ჰერცეპტინის და დოცეტაქსელის მიღებამდე ერთი დღით ადრე. მკურნალობის პირველ დღეს, როდესაც პაციენტები იღებდნენ მხოლოდ პერჯეტას, ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების სიხშირე პლაცებოს ჯგუფში იყო 14.2%, პერჯეტას ჯგუფში-19.2%. არასასურველი გვერდითი ეფექტების უმეტესობა იყო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. ყველაზე ხშირი ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები  (≥1.5%) იყო გულისრევა, ცხელება, დიარეა, შემცივნება, დაღლილობის შგრძნება და თავის ტკივილი. მეორე ციკლის დროს, როდესაც სამივე პრეპარატი მიიღებოდა ერთ დღეს, პერჯეტას ჯგუფში ყველაზე ხშირი ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები  (≥1.5%) იყო ალოპეცია, გულისრევა, მადის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, შეკრულობა, დიარეა, სტომატიტი და წამლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. CLEOPATRA კვლევაში ჰიპერმგრძნობელობის/ ანაფილაქსიის რეაქციების საერთო სიხშირე პლაცებოს ჯგუფში შადგენდა 9.1%-ს, პერჯეტას ჯგუფში – 10.8%-ს, აქედან 2.5% და 2% შესაბამისად NCI-CTCAE (ვერსია 3) – ის მიხედვით იყო  3-4 ხარისხის. ანაფილაქსია განუვითარდა პლაცებოს ჯგუფიდან 2 და პერჯეტას ჯგუფიდან 4 პაციენტს. (იხ პარაგრაფი  2.4 განსაკუთრებული მითითებები).ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების უმეტესობა იყო მსუბუქი ხასიათის ან საშუალო სიმძიმის და ემორჩილებოდა მკურნალობას. კვლევაში მკურნალობის სქემის მოდიკაციებზე დაკვირვების მიხედვით,  გამოვლენილი რეაქციების უმეტესობა გამოვლენილი რეაქციების უმეტესობა დაკავშირებული იყო დოცეტაქსელის მიღებასთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები