იცით რატოსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რატოსანის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, პირის სიმშრალე, ყაბზობა, დიარეა; იშვიათად – ჰეპატიტი (ჰეპატოცელულარული, ქოლესტაზური, შერეული) სიყვითლით მიმდინარე ან მის გარეშე, მწვავე პანკრეატიტი; ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა, ემოციური ლაბილობა, შფოთვა, პანიკა, დეპრესია, ჰიპერთერმია; იშვიათად – ცნობიერების დაბინდვა, ყურებში შუილი, ჰალუცინაციები (ხანდაზმულ პაციენტებში), აკომოდაციის დარღვევა, სპონტანური მოძრაობები; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია/ტაქიკარდია, ვასკულიტი, არითმია, ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა; სისხლმბადი სისტემა: იშვიათად – ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ძვლის ტვინის ჰიპო – და აპლაზია; საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ართრალგია, მიალგია; ენდოკრინული სისტემის მხრივ: იშვიათად – ამენორეა, ჰიპერპროლაქტინემია, გინეკომასტია, პოტენციის ან/და ლიბიდოს დაქვეითება; ალერგიული რეაქციები: ქავილი, კანის გამონაყარი, ანაფილაქსიური შოკი, ბრონქოსპაზმი, მულტიმორფული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება; სხვა: ალოპეცია, მორეციდივე პაროტიტი, მწვავე პორფირია. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები