იცით რადომიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რადომიტის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს დიარეა, გულისრევა, ღებინება (რომლებიც 2–3 კვირაში თავისთავად გაივლის და იშვიათად წარმოადგენს მკურნალობის შეწყვეტის მიზეზს), მეტეორიზმი, იშვიათად – ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ცალკეულ შემთხვევებში – ტკივილი მუცლის არეში; სისხლის შედედების სისტემის მხრივ: ლოკალური კანქვეშა ჰემატომები, ჰემატურია, სისხლდენა ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან სისხლდენა ქირურგიული ჩარევის შემდეგ; ალერგიული რეაქციები: იშვიათად მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში მოსალოდნელია გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, რომლებიც მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე დღეში გაივლის, ერთეულ შემთხვევებში – ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიაციური დერმატიტი; ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ცალკეულ შემთხვევებში – პანციტოპენია, ერთეულ შემთხვევებში – თრომბოციტოპენიური აკროანგიოთრომბოზი, ჰემოლიზური ანემია, ღვიძლის ტრანსამინაზებისა და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის გაზრდა (ნორმასთან შედარებით 2-ჯერ). მკურნალობის დაწყებიდან 1–4 კვირის შემდეგ შესაძლებელია სისხლის შრატში ქოლესტერინის (HDL-C, LDL-C, VLDL-C) და ტრიგლიცერიდების დონის მომატება (დაახლოებით 8_10%-ით). მკურნალობის გაგრძელებისას ამ მაჩვენებლების შემდგომი მატება არ ხდება. ლიპოპროტეინების ფრაქციებს (განსაკუთრებით HDL და LDL) შორის თანაფარდობა უცვლელი რჩება. აღნიშნული ეფექტი არ არის დამოკიდებული ასაკზე, სქესზე, ალკოჰოლის მიღებაზე ან შაქრიან დიაბეტზე და გავლენას არ ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მიმდინარეობაზე;  სხვა: ერთეულ შემთხვევებში – თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ვასკულიტი, მგლურასმაგვარი სინდრომი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები