იცით პანტოგარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პანტოგარის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: სხვა პრეპარატების მსგავსად, ეს მედიკამენტიც, ასევე, იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები: ს სიხშირე განმარტებულია შემდეგნაირად: • ძალიან ხშირი: ვითარდება 1-ზე მეტ პაციენტში 10-დან • ხშირი: ვითარდება 1-დან 10 პაციენტში 100-დან • არახშირი: ვითარდება 1-დან 10 პაციენტში 1 000-დან • იშვიათი: ვითარდება 1-დან 10 პაციენტში 10 000-დან • ძალიან იშვიათი: ვითარდება 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში 10 000-დან • უცნობი: სიხშირის განსაზვღრა ვერ მოხერხდა არსებული მონაცემების საფუძველზე. ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები: უცნობი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა  გულის მხრივ დარღვევები: იშვიათი: ტაქიკარდია, პულსის სიხშირის მომატება.  უცნობი: გულის ფრიალი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები უცნობი: დიარეა, პირღებინება, მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულძმარვა, გულისრევა.  კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები იშვიათი: ურტიკარია, კანზე გამონაყარი და ქავილი უცნობი: კანის სიწითლე.  ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის ცვლილებები იშვიათი: ოფლიანობა  გვერდითი მოვლენები: ს შესახებ შეტყობინება: თუ პაციენტს აღენიშნა რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის, რომელიც არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული, უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება. პაციენტს ასევე შეუძლია გვერდითი მოვლენები: ს შესახებ შეტყობინება პირდაპირ ფორმის შევსებით ლიტვის ჯანდაცვის სამინისტროს წამლის კონტროლის სახელმწიფო სააგენტოს ვებ-გვერდზე: www. vvkt.lt, ზირმუნუ გ. 139ა, ლტ 09120, ვილნიუსი, ტელეფონი: 8 800 73568, ფაქსი: 8 800 20131 ან ელექტრონული ფოსტა: NepageidaujamaR@vvkt.lt. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით პაციენტი ეხმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები