იცით რაველი SR-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რაველი SR-ის გვერდითი მოვლენებია: ხშირი (>1/100 – <1/10) • მაკულოპაპულოზური გამონაყარი • ჰიპოკალიემია არახშირი (>1/1,000 – <1/100) • გულისრევა, ღებინება • პურპურა (პაციენტებში ალერგიული და ასთმური რეაქციებისადმი წინასწარი განწყობით) იშვიათი (>1/10,000 – <1/1,000) • თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, პარესთეზიები • ნევროზულობა • ხველა, ფარინგიტი, სინუსიტი • გულისრევა, შეკრულობა ან დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა, მუცლის ტკივილი, პირის სიმშრალე • ასთენია ძალიან იშვიათი (<1/10,000) • თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, აპლაზიური ანემია, ჰემოლიზური ანემია • არითმია, არტერიული ჰიპოტენზია • პანკრეატიტი • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პანკრეატიტი • თირკმლის უკმარისობა, შარდის გამომტანი გზების ინფექციები, ნიქტურია, პოლიურია • ანგიონევროზული შეშუპება და/ან ჭინჭრის ციება, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი, სტივენ ჯონსონის სინდრომი, ჰემორაგიული ვასკულიტი • ფოტომგრძნობელობის რეაქციები • ჰიპერკალციემია, ჰიპოკალიემია. უცნობია დაკავშირებულია თუ არა პრეპარატის მიღებასთან (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია): • ღვიძლის უკმარისობისას ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარების შესაძლებლობა • ელექტროკარდიოგრამაზე Qთ ინტერვალის გახანგრძლივება • მკურნალობის პერიოდში სისხლის პლაზმაში შარდმჟავას და გლუკოზის დონის მომატება: პაციენტებში პოდაგრით, ან შაქრიანი დიაბეტით, გლუკოზურიით, ძალიან გულდასმით უნდა შეფასდეს ასეთი დიურეზული საშუალებების მიზანშეწონილობა • შესაძლებელია უკვე არსებული დისემინირებული წითელი მგლურას გამწვავება  • ჰიპონატრიემია ჰიპოვოლემიით, რომელიც იწვევს დეჰიდრატაციას და ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიას. ერთდროულად ქლორის იონების დაკარგვამ შესაძლოა გამოიწვიოს მეორადი კომპენსატორული მეტაბოლური ალკალოზი (მოცემული ეფექტის სიხშირე და ხარისხი დაბალია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები