იცით კლიმარას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლიმარას გვერდითი მოვლენებია:  ხშირად ადგილი აქვს კანის გაღიზიანებას აპლიკაციის ადგილზე. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: საშვილოსნოდან სისხლდენის ხასიათის შეცვლა, პროფუზული სისხლდენები, სისხლიანი გამონადენი, საშვილოსნოს ლეიომიომის ზომებში გაზრდა, ცერვიკალური სეკრეციის მხრივ დარღვევები. სარძევე ჯირკვლების გამკვრივება და ტკივილი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, ტკივილი კუჭის არეში, მეტეორიზმი, ქოლესტაზური სიყვითლე. კანის მხრივ რეაქციები: ქლოაზმები ან მელანოდერმია, ერთეულ შემთხვევებში – ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, გენერალიზებული გამონაყარი. ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, შაკიკი, თავბრუსხვევა. სხვადასხვა: სხეულის წონის ცვლილება, შეშუპება, პორფირია, ლიბიდოს შეცვლა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები