რეპრეტინის გვერდითი მოვლენებია: გრიპის მაგვარი სიმპტომატიკა (მკურნალობის დასაწყისში): თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცხელება, თავის ტკივილი, მიალგია, ართრალგია. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე (სუსტად ან ზომიერად გამოხატული), ეგზემა, ჭინჭრის ციება, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: დოზაზე დამოკიდებული არტერიული წნევის მომატება, არტერიული ჰიპერტენზიის მიმდინარეობის გაუარესება (ხშირად, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში), ცალკეულ შემთხვევაში – ჰიპერტონული კრიზი, ენცეფალოპათიის სიმპტომებით მიმდინარე არტერიული წნევის მკვეთრი მომატება (თავის ტკივილი, გონების დაბინდვა) და გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვები. სისხლმბადი ორგანოების მხრივ: თრომბოციტოზი, ცალკეულ შემთხვევებში – შუნტის თრომბოზი (ანევრიზმის, სტენოზის და ა.შ. ან არტერიული ჰიპოტენზიისადმი მიდრეკილების მქონე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში), ერითტოციტული ზრდის აპლაზია. ადგილობრივი რეაქცია: ჰიპერემია, წვა, სუსტი ან ზომიერი ტკივილი შეყვანის ადგილას (უფრო ხშირად ვითარდება პრეპარატის კანქვეშ შეყვანისას). ლაბორატორიული მაჩვენებლები: ფერიტინის კონცენტრაციის შემცირება პლაზმაში, ურემიის დროს – ჰიპერკალემია, ჰიპერფოსფატემია. სხვა: სუნთქვის დარღვევასთან ან არტერიული წნევის დაწევასთან დაკავშირებული გართულებები; იმუნური რეაქციები (ანტისხეულების წარმოქმნის ინდუქცია), პორფირიის გამწვავება.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები