იცით რეპრეტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რეპრეტინის გვერდითი მოვლენებია: გრიპის მაგვარი სიმპტომატიკა (მკურნალობის დასაწყისში): თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცხელება, თავის ტკივილი, მიალგია, ართრალგია. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე (სუსტად ან ზომიერად გამო­ხა­ტუ­ლი), ეგზემა, ჭინჭრის ციება, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება. გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის მხრი­ვ: დო­ზა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნევის მო­მა­ტე­ბა, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა (ხშირად, თირკმლის ქრო­ნი­კუ­ლი  უკ­მა­რისო­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებში), ცალ­კე­ულ შემთხვევაში  – ჰი­პერ­ტო­ნუ­ლი კრი­ზი, ენცეფალოპათიის სიმპტომებით  მიმდინარე არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მკვეთ­რი მო­მა­ტე­ბა (თა­ვის ტკი­ვი­ლი, გონების დაბინდვა) და გენერალიზებული ტო­ნურ-კლო­ნუ­რი კრუნ­ჩხვე­ბი. სის­ხლმბადი ორ­გა­ნო­ების მხრი­ვ: თრომ­ბო­ცი­ტო­ზი, ცალ­კე­ულ შემთხვევებში –  შუნ­ტის თრომ­ბო­ზი (ანევრიზმის, სტენოზის და ა.შ. ან არტერიული ჰიპოტენზიისადმი მიდრეკილების მქონე ­ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში),  ერით­ტო­ცი­ტული ზრდის აპ­ლა­ზია. ადგილობრივი რეაქცია: ჰიპერემია, წვა, სუსტი ან ზომიერი ტკივილი შეყ­ვა­ნის ადგილას (უფრო ხშირად ვითარდება პრეპარატის კანქვეშ შეყვანისას). ლაბორატორიული მაჩვენებლები: ფერიტინის კონცენ­ტრა­ცი­ის შემცირება პლაზმაში, ურემიის დროს – ჰიპერკალემია, ჰიპერფოსფატემია. სხვა: სუნთქვის დარღვევასთან ან არტერიული წნევის დაწევასთან დაკავ­ში­რე­ბუ­ლი გართულებები; იმუნური რეაქციები (ანტისხეულების წარმოქმნის ინ­დუქ­ცია), პორფირიის გამწვავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები