იცით ფრაგმინს რა უკუჩვენებები აქვს?

ფრაგმინის უკუჩვენებებია: -ჰიპერმგრძნობელობა ნატრიუმის დალტეპარინის და სხვა დაბალმოლეკულური ჰეპარინის ან/და ჰეპარინის მიმართ.  – იმუნური თრომბოციტოპენია (ანამნეზში ჰეპარინით გამოწვეული ან მის არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში). – სისხლდენა (კლინიკურად მნიშვნელოვანი, მაგალითად კუჭ-ნაწლავის ორგანოების ტრაქტიდან კუჭის ან/და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ფონზე, ქალასშიდა სისხლდენები). – სისხლის შედედების სისტემის გამოხატული დარღვევები; – სეპტიკური ენდოკარდიტი; – ახლად გადატანილი ტრავმები ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, მხედველობის ორგანოებზე და სმენის ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციები; – სისხლდენის მომატებული რისკის (მაგალითად ღრმა ვენების მწვავე თრომბოზის, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, არასტაბილური სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი Q კბილის გარეშე ეკგ-ზე) გამო ფრაგმინის მაღალი დოზების დაწყება არ შეიძლება იმ პაციენტებში, რომლებშიც იგეგმება სპინალური ან ეპიდურული ანესთეზია, ან სხვა პროცედურები, რომლებსაც თან ახლავს ლუმბური პუნქცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები