იცით ასპირინი კარდიოს რა უკუჩვენებები აქვს?

ასპირინი კარდიოს უკუჩვენებებია:: უკუნაჩვენებია ისეთი დაავადებებისას, როდესაც წამლის მიღება, საერთოდ შეზღუდულია. ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს პაციენტის მიერ გადატანილი თანმხლები დაავადებების, ჩატარებული მკურნალობის, მავნე ჩვევების და ცხოვრების წესის შესახებ. ასპირინი უკუნაჩვენებია: მომატებული მგრძნობელობა ასპირინის და სალიცილატების მიმართ; ჰემორაგიული დიათეზი; კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების სტადიაში; ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.  ექიმის მეთვალყურეობით ინიშნება შემდეგ შემთხვევებში: ბრონქული ასთმის დროს; ანტიკოაგულანტებთან და ჰეპარინთან ერთად; ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს; კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის ქრონიკული და მორეციდივე დაავადებების დროს; თირკმელების დაავადებისას; ღვიძლის მძიმე დაზიანებისას; ორსულობის 1-2 ტრიმესტრში 300 მგ-ზე მეტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები