იცით ქლოფაზოლინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქლოფაზოლინის გვერდითი მოვლენებია:  არასასურველი რეაქციები: გულ-სისხლძარვღთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, გულის რითმის შენელება, წინაგულოვან-პარკუჭოვანი გამტარებლობის დარღვევა, პრეპარატის სწრაფად მოხსნის შემთხვევაში არტერიული წნევის მომატება. ნერვული სისტემის მხრივ: მომატებული ნერვული აღგზნებადობა, თავის ტკივილი, უძილობა, მკურნალობის დასაწყისში – ძილიანობა, აპათია, დეპრესია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, გაძნელებული ყლაპვა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა. ენდოკრინული სისტემის მხრივ: გინეკომასტია (მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გაზრდა), სქესობრივი სისუსტე. სხვა: წყლის შეკავება ყბისუკანა ჯირკვლის შეშუპება, ცრემლის და ცხვირის სეკრეტის სეკრეციის შემცირება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები