იცით ენოზიდი-HL-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენოზიდი-HL-ის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატი რეკომენდებული დოზით მიღებისას ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდით მოვლენებს აქვს გარდამავალი ხასიათი და, როგორც წესი, ისინი არ მოითხოვს პრეპარატის მოხსნას. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია (მათ შორის ორთოსტატული);  ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა;  სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა, ხმის შეცვლა;  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება; ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება; სისხლის სისტემის მხრივ: იშვიათად – ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი; სხვა: წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი (სხეულის ტემპერატურის მომატება, ართრალგია, მიალგია, სეროზიტი, ვასკულიტი, ლეიკოციტოზი და ეოზინოფილია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები