რა დროს გამოიყენება აქტემრა?

აქტემრას გამოყენების ჩვენებებია: რევმატოიდული ართრიტი ტოცილიზუმაბი ნაჩვენებია მოზრდილ პაციენტებში საშუალო და მძიმე რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. ტოცილიზუმაბის გამოყენება შეიძლება დამოუკიდებლად ან მეთოტრექსატთან (MTX) და/ან სხვა დაავადების მამოდიფიცირებელ ანტირევმატიულ პრეპარატებთან (დმარპ-ები) (DMARDs) კომბინაციაში. ტოცილიზუმაბი თრგუნავს სახსრების დაზიანების პროგრესირებას, რაც განისაზღვრება რენტგენოლოგიური გამოკვლევით და აუმჯობესებს ფიზიკურ ფუნქციას. სისტემური იუვენილური იდიოპათიური ართრიტი (sJIA) ტოცილიზუმაბი ნაჩვენებია აქტიური სისტემური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის სამკურნალოდ 2 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში. ტოცილიზუმაბით მკურნალობა შეიძლება მონოთერაპიის სახით ან მეთოტრექსატთან კომბინაციაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი