რა დროს გამოიყენება ამლოსანდი?

ამლოსანდის გამოყენების ჩვენებებია: ამლოსანდი მიეკუთვნება კალციუმის არხების ბლოკატორების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ: – მაღალი არტერიული წნევა; – ტკივილი მკერდის არეში, გამოწვეული გულის მკვებავი კორონარული არტერიების შევიწროვებით (სტენოკარდია) ან უფრო იშვიათი ფორმის ტკივილი, გამოწვეული კორონარული არტერიების სპაზმით (ვაზოსპასტიური სტენოკარდია). მაღალი არტერიული წნევისას ამლოსანდი ხელს უწყობს სისხლძარღვების მოდუნებას და სისხლის მიმოქცევას გაუმჯობესებას. სტენოკარდიის დროს ამლოსანდი აუმჯობესებს გულის კუნთის სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადის მიწოდების გაუმჯობესებით, რაც იწვევს სტენოკარდიული ტკივილის მოხსნას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი