რა დროს გამოიყენება ენბრელი?

ენბრელის გამოყენების ჩვენებებია: რევმატოიდული ართრიტი მეთოტრექსატთან კომბინაციაში  ენბრელი ინიშნება მოზრდილებში საშუალო და მაღალი ხარისხის აქტიური რევმატოიდული ართრიტის მკურნალობისას, როდესაც რეაქცია ბაზისურ ანთების საწინააღმდეგო პრეპარტებზე, მათ შორის მეთოტრექსატზე იყო არაადექვატური.  ენბრელის დანიშვნა შეიძლება მონოთერაპიის სახით მეტოპტრექსატის არაეფექტურობის ან აუტანლობის შემთხვევაში. ენბრელი ნაჩვენებია მძიმე, აქტიური და მოპროგრესირე ართრიტის მკურნალობისთვის მოზრდილებში რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ მეტოტრექსატით.  ბავშვთა იუვენილური იდიოპათიური პოლიართრიტი აქტიური ბავშვთა იდიოპათიური პოლიართრიტის მკურნალობა 4-17 წლის ასაკის ბავშვებში და მოზარდებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ მეტოტრექსატის არასაკმარისი ეფექტურობა ან აუტანლობა.  ფსორიაზული ართრიტი  აქტიური ან მოპროგრესირე ფსორიაზული ართრიტის მკურნალობა მოზრდილებში, როდესაც პასუხი საბაზისო ანთების საწინააღმდეგიო საშუალებებზე არის არაადექვატური.  მაანკილოზებელი სპონდილიტი იმ ზრდასრული პაციენტების მკურნალობა, რომლებსაც აქვთ აქტიური მაანკილოზებელი სპონდილიტი, რომლებშიც ტრადიციულმა თერაპიამ არ გამოიწვია არსებითი გაუმჯობესება.  ფსორიაზი ზომიერი და მძიმე ხარისხის ფსორიაზით დაავადებულების მკურნალობა, რომლებსაც აქვთ უკუჩვენება ან სხვა სისიტემური თერაპიის აუტანლობა, მათ შორის ციკლოსპორინის, მეთოტრექსატის ან ფოტოქიმიოთერაპიის.  8 წლის ან უფროსი ასაკის მძიმე ხარისხის ქრონიკული თერაპიით დაავადებული ბავშვების მკურნალობა, რომლებსაც აღენიშნებოდათ აუტანლობა ან არასაკმარისი პასუხი სხვა სისტემურ ან ფოტოთერაპიაზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი