რა დროს გამოიყენება კლაფორანი?

კლაფორანის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული მძიმე ინფექციების სამკურნალოდ: – სასუნთქი გზების ინფექციები; – საშარდე გზების ინფექციები; – ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები; – სეპტიცემია; – ენდოკარდიტი; – მენინგიტი (ლისტერიოზულის გარდა და ცნს-ის სხვა ინფექციები); – ძვლებისა და სახსრების ინფექციები; – კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; – მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები-პერიტონიტი; – გინეკოლოგიური ინფექციები; – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქირურგიული, აგრეთვე უროლოგიური და გინეკოლოგიური ოპერაციების შემდგომი ინფექციების გართულებების პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი