რა დროს გამოიყენება გრასალვა?

გრასალვას გამოყენების ჩვენებებია: გრასალვა ინიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით: – ნეიტროპენიის ხანგრძლივობის და ფებრილური ნეიტროპენიის ეპიზოდების სიხშირის შემცირება იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ციტოტოქსიური ქიმიოთერაპია ავთვისებიანი დაავადების გამო (გამონაკლისს წარმოადგენს მიელოლეიკოზი და მიელოდისპლაზიური სინდრომი). – ნეიტროპენიის ხანგრძლივობის შემცირება იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მიელოაბლაციური მკურნალობა, რის შემდეგაც დაგეგმილია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩატარება. – სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების მობილიზაცია – ხანგრძლივი მკურნალობის სახით ინიშნება ნეიტროფილების რაოდენობის მოსამატებლად და ინფექციური გართულებების სიხშირის და ხანგრძლივობის შესამცირებლად პატარა და მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მძიმე, ქრონიკული, თანდაყოლილი, პერიოდული ან იდიოპათური ნეიტროპენია (ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა ≤ 0,5 ხ 109/ლ) და ანამნეზში აღენიშნებათ მძიმე ან მორეციდივე ინფექციები. – ბაქტერიული ინფექციების რისკის შემცირება მდგრადი ნეიტროპენიის დროს (ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა ≤ 1,0 ხ 109/ლ) შიდსის შორს წასული სტადიის მქონე პაციენტებში, როცა სხვა მკურნალობა არაეფექტურია ნეიტროფილების რაოდენობის გასაკონტროლებლად. – ჯანმრთელ დონორებში სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების (სპღუ) მობილიზაცია სპღუ-ს ალოგენური ტრანსპლანტაციის მიზნით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი