რა დროს გამოიყენება კოგნიციდი?

კოგნიციდის გამოყენების ჩვენებებია: – აუმჯობესებს ცერებრალურ მიკროცირკულაციასა და მეტაბოლურ პროცესებს – უზრუნველყოფს თავის ტვინის ქსოვილის დაცვას ჰიპოქსიისა და სხვადასხვა ტოქსიური ფაქტორების ზემოქმედებისგან. – აძლიერებს ცნს-ის ინტეგრაციულ მოქმედებას – აუმჯობესებს მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარს – აღადგენს გონებრივ შრომისუნარიანობას, – ზრდის შესწავლის უნარს  ნევროლოგიურ პრაქტიკაში:  • მწვავე და ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული უკმარისობა • პოსტინსულტური, გადატანილი თავის ტვინის ტრავმისა და ინტოქსიკაციის შემდგომი ნარჩენი მოვლენები: აფაზია, გონებრივი და ფიზიკური აქტივობის დარღვევები,  • ნერვული სისტემის დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ინტელექტუალური ფუნქციის დაქვეითება და ემოციური სფეროს დაზიანება; • სენილური დემენციის დროს, ალცჰაიმერის დაავადების ჩათვლით;კომპლექსური თერაპიის სახით  • კორტიკალური მიოკლონია • ფსიქოორგანული სინდრომი, როდესაც აღინიშნება მეხსიერების დაქვეითება, მოტივაციის დეფიციტი, ყურადღების კონცენტრაციის უნარის და საერთო აქტივობის შემცირება, მეტყველების მოშლა, გუნება-განწყობილების შეცვლა, ქცევის დარღვევები, თავბრუსხვევა;  ფსიქიატრიულ პრაქტიკაში:  • ნევროზული და ასთენო-ადინამიური დეპრესიული მდგომარეობები • იდეატორული შეკავების ნიშნებით მიმდინარე დუნე აპათიური დეფექტური მდგომარეობები • ანტიდეპრესანტების მიმართ რეზისტენტული დეპრესიული მდგომარეობები • ნეიროლეპტიური საშუალებების აუტანლობა  ნარკოლოგიურ პრაქტიკაში:  • ქრონიკული ალკოჰოლიზმი – ალკოჰოლური აბსტინენციის, პრედელირიული და დელირიული მდგომარეობების კუპირებისათვის,  • ალკოჰოლით, მორფინით, ბარბიტურატებით მწვავე მოწამვლის დროს; • ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია (კომპლექსური მკურნალობისას)  პედიატრიულ პრაქტიკაში  • ცერებროსთენიული, ენცეფალოპათიური დარღვევები.  • მეხსიერების დაქვეითება და ინტელექტუალური უკმარისობა, • ღამით შარდის შეუკავებლობა  • შესწავლის სირთულისა და დისლექსიის მქონე ბავშვებში გონებრივი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.  კოგნიციდის გამოყენება მიზანშეწონილია მწვავე ვირუსული ნეიროინფექციების დროს – ჰიპოქსიისა და ტვინის იშემიის შესამცირებლად; ჩასასმელია ცხრილი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი