რა დროს გამოიყენება კარუმ-სანოველი?

კარუმ-სანოველის გამოყენების ჩვენებებია: ათერო-თრომბოზული მოვლენების პროფილაქტიკა: • მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიური ინსულტის ან პერიფერიული არტერიების დაავადებების დროს. ათერო-თრომბოზული დაავადებების პროფილაქტიკა პაციენტებში მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიური ინსულტის ან პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული ოკლუზიური დაავადების დროს; • პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით. ათერო-თრომბოზული მოვლენების პროფილაქტიკა მწვავე კორონარული სინდრომისას: – პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით ST-სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან არა-Q-კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტი),  – ST-სეგმენტის ელევაციით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) მედიკამენტოზური მკურნალობისას და თრომბოლიზის ჩატარების შესაძლებლობით. გამოყენება პედიატრიაში: ბავშვებში კლოპიდოგრელის მიღების უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი