რა დროს გამოიყენება ოდესტონი?

ოდესტონის გამოყენების ჩვენებებია: ვირუსული ჰეპატიტით, ქრონიკული ალკოჰოლიზმით და სხვა ქიმიური ნაერთებით მოწამვლის შედეგად გამოწვეული ღვიძლის უჯრედების ფუნქციური უკმარისობა. სიმპტომური მკურნალობა: სანაღვლე გზების სპაზმის, დისკინეზიების, დისპეპსიური დარღვევების, ქრონიკული ქოლეცისტიტის და ქოლანგიტის დროს. პრეპარატი ხელს უწყობს მადის გაძლიერებას და მდგომარეობის გაუმჯობესებას ღებინებისა და ყაბზობის დროს, რომელიც გამოწვეულია ნაღვლის სეკრეციის დაქვეითებით. ოდესტონი გამოიყენება გაურთულებელი ქოლელითიაზის, აგრეთვე როგორც ნაღვლის სეკრეციის მარეგულირებელი საშუალება ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებზე ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი