რა დროს გამოიყენება ურსომაკი?

ურსომაკის გამოყენების ჩვენებებია: – გაურთულებელი ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება, როდესაც შეუძლებელია ქოლესტერინული კონკრემენტის (კენჭის) მოცილება ნაღვლის ბუშტიდან ქირურგიული ან ენდოსკოპიური მეთოდით; ბილიარული ნალექი; ქოლეცისტექტომიის (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის) შემდეგ კენჭების წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა; – ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი; – მწვავე ჰეპატიტი; – ღვიძლის ტოქსიკური (მათ შორის წამლისმიერი) დაზიანება; – ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება; – არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი; – ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი; – პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი; – ღვიძლის კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი); – ღვიძლის შიდა ნაღვლის სადინარების ატრეზია (მათ შორის ნაღვლის სადინარის თანდაყოლილი ატრეზია); – ნაღვლის სადინარების დისკინეზია; – ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი; – ბილიარული დისპეფსიური სინდრომი (ქოლეცისტოპათიისა და ნაღვლის სადინარების დისკინეზიის დროს); პროფილაქტიკის მიზნით: – ღვიძლის დაზიანების პროფილაქტიკა ჰორმონალური კონტრაცეპტივებისა და ციტოსტატიკების მიღების ფონზე; – ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში, სხეულის წონის სწრაფი დაკლების შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი