იცით გლიფორი ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლიფორის  გვერდითი მოვლენებია: გლიფორი 1000 ჩვეულებრივ ხასიათდება კარგი ამტანობით. ზოგჯერ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ყველაზე ხშირად აღინიშნება დიარეა, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი, ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის სისუსტე, კუნთების ტკივილი, დისპეფსია, ცვლილებები განავალში, ყაბზობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჰიპერემია, გულისცემის გახშირება, დისპნოე, გამონაყარი, B12 ვიტამინის დონეების დაქვეითება, პლაზმაში გლუკოზის დონის შემცირება, გემოს ცვლილება, ანორექსია და ეპიგასტრული ტკივილი. ვინაიდან გასტროინტესტინური სიმპტომები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დასაწყისში, შეიძლება იყოს დოზაზე დამოკიდებული. დოზის თანდათანობითი მომატებით და/ან პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებით შეიძლება შემცირდეს აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამოვლენა. თავის ტკივილი და მეტალის გემო გარდამავალი რეაქციებია. გლიფორით თერაპიის დაწყებიდან 1-2 თვის შემდეგ დიარეის განვითარებისას განხილული უნდა იყოს ლაქტოაციდოზის არსებობა (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).  მოულოდნელი გვერდითი ეფექტის განვითარებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები