ვენტოლინი – ორსულობა: ორსულობისას პრეპარატის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. მსოფლიო მარკეტინგული კვლევისას ვენტოლინით ნამკურნალები პაციენტების შთამომავლებში აღინიშნა კონგენიტალური ანომალიების (მაგ. მგლის ხახა და კიდურების დეფექტები) იშვიათი შემთხვევები. ზოგიერთი დედა ორსულობისას მრავალ პრეპარატს იღებდა. იმის გამო რომ ვერ განირჩევა დეფექტების თანმიმდევრობით ნიმუში და კონგენიტალური ანომალიების ძირითადი სიხშირეა 2-3%, სალბუტამოლის გამოყენებასთან კავშირის დადგენა ვერ ხერხდება. ლაქტაცია: რადგანაც სალბუტამოლი სავარაუდოდ გამოიყოფა დედის რძეში, მეძუძურ ქალებში სალბუტამოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის სანამ შესაძლო სარგებელი არ გადაწონის პოტენციურ რისკს. უცნობია აქვს თუ არა რძეში გამოყოფილ სალბუტამოლს ახალშობილზე უარყოფითი მოქმედება.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი