ამოქსი–დენკ 1000 / Amoxi-Denk 1000 ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ამოქსი–დენკ 1000 –  ორსულობა: ამოქსიცილინი კვეთს პლაცენტას. სიფრთხილის მიზნით, ორსულობის დროს ამოქსი-დენკ 1000 მიიღება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ექიმი შეაფასებს მკურნალობის მოსალოდნელ რისკს და სარგებელს. ადამიანებში ჩატარებული კვლევებიდან არ გამოვლენილა ჩანასახის ან ნაყოფის დაზიანების შემთხვევები. მხოლოდ ერთ ინდივიდუალურ შემთხვევაში ნაადრევი ამინორექსისის მქონე ქალებში ჩატარებული კვლევიდან მიღებულ იქნა შემდეგი მონაცემები: ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას პროფილაქტიკის მიზნით მიღების შედეგად, ახალშობილებში მოიმატა გარკვეული ნაწალვური ანთების (ნეკროზული ენტეროკოლიტის) განვითარების რისკი.  ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან ჩანასახის დაზიანების ნიშნები არ გამოვლენილა. ლაქტაციის პერიოდი: ამოქსიცილინი გადადის დედის რძეში. ბავშვს, რომელიც ღებულობს ასეთ რძეს, შესაძლებელია განუვითარდეს დიარეა და ლორწოვანი გარსის სოკოვანი დაავადებები, რაც იმას მიუთითებს, რომ საჭიროა ლაქტაციის შეწყვეტა. ასევე გასათვალისწინებელია მგრძობელობის მომატების შესაძლებლობაც.  თუმცა ლაქტაციის პერიოდში ამოქსი-დენკი 1000 მიღება შესაძლებელია, მას შემდეგ, რაც მკურნალი შეაჯერებს ამ წამლის მიღების პოტენციური უპირატესობასა და რისკს. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან შესაბამისი კონსულტირება. გამოყენება ბავშვებსა და ასაკოვან პაციენტებში ბავშვებში: საჭიროა ბავშვების დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინება. მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების ფერის შეცვლა. ამის პრევენცია შესაძლებლია ორალური ჰიგიენის დაცვით.  ასაკოვანი პაციენტები: იზრდება გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე ასაკოვან პაციენტებში (65 წელზე ზევით).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი