აგფ-ინჰიბიტორები და სპირონოლაქტონი. წამლები, რომელთა ერთად მიღებაც არ შეიძლება

აგფ-ინჰიბიტორები (ლიზინოპრილი, კაპტოპრილი და „ილ“-ით დამთავრებული სხვა პრეპარატები) – უმნიშვნელოვანესი პრეპარატებია მაღალი არტერიული წნევის წინააღმდეგ.

აგფ (ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტი) – ეს არის ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს  ნივთიერება ანგიოტენზინ II-ის პროდუქციაში, რომელიც ავიწროვებს სისხლძარღვებს. აგფ-ინჰიბიტორები ბლოკავენ ამ ფერმენტის პროდუქციას, შედეგად სისხლძარღვები ფართოვდება და წნევა ქვეითდება.

სპირონოლაქტონი (ვეროშპირონი) – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრეპარატია გულის უკმარისობის წინააღმდეგ. გულის უკმარისობი დროს გული მუშაობს ცუდად, უჭირს მეტი რაოდენობის სისხლის გადატუმბვა. სპირონოლაქტონს ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი მარილები და სითხე, სისხლის მოცულობა მცირდება და შესაბამისად გულზე დატვირთვაც. გარდა ამისა, ეს პრეპარატი ამცირებს გულის ნორმალური ქსოვილის ნაწიბუროვანით შეცვლას,რომელიც არ იმუშავებს.

რატომ არის მათი კომბინაცია საშიში?

აგფ-ინჰიბიტორებიც და სპირონოლაქტონიც ზრდიან სისხლში კალიუმის კონცენტრაციას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალემია. ის საშიშია გულის რითმის და გამტარებლობის დარღვევით.

როგორ მოვიქცეთ:

  1. რეგულარულად ჩააბარეთ სისხლის ანალიზი კალიუმის შესამოწმებლად
  2. შეზღუდეთ იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავენ (ბანანი, ოსპი, ძირთეთრა, ბრიუსელის კომბოსტო, ბატატი).

https:// www. zdorovieinfo. ru/ exclusive/smertelnye-pary-lekarstva-kotorye-nelzya-prinimat-vmeste/
გადასვლა >> პრეპარატების თავსებადობა