სტატინები და ფლუკონაზოლი. წამლები, რომელთა ერთად მიღებაც არ შეიძლება

სტატინები – ძირითადი პრეპარატებია ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად. ისინი ხელს უშლიან ღვიძლის მიერ ქოლესტერინის წარმოქმნას და ამიტომ, ღვიძლი იძულებულია გადაამუშავოს სისხლში უკვე არსებული ქოლესტერინი.

ფლუკონაზოლი (ფლუკოსტატი, დიფლუკანი) – ეს ერთ-ერთი საკვანძო სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატია. პირველ რიგში ის ეფექტურია კანდიდოზის წინააღმდეგ, რომელიც ყველაზე ხშირად აზიანებს სასქესო გზებს და პირის ღრუს.

რატომ არის მათი კომბინაცია საშიში?

სტატინები გადამუშავდება ღვიძლის ფერმენტების მიერ. ფლუკონაზოლი ამუხრუჭებს ამ ფერმენტების მოქმედებას, რაც იწვევს ორგანიზმში სტატინების მეტისმეტად დაგროვებას. დიდი რაოდენობის სტატინებს შეუძლიათ გამოიწვიონ რაბდომიოლიზი – კუნთების დაზიანება.

როგორ მოვიქცეთ

ვინაიდან ფლუკონაზოლი მიიღება ძალიან მოკლე კურსების სახით (ერთიდან რამოდენიმე დღემდე), მიზანშეწონილია ამ პერიოდში შეწყვიტოთ სტატინების მიღება.

https:// www. zdorovieinfo. ru/ exclusive/smertelnye-pary-lekarstva-kotorye-nelzya-prinimat-vmeste/
გადასვლა >> პრეპარატების თავსებადობა