ანდანტე / ANDANTE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ანდანტე – გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ცხოველებზე კვლევებმა არ გამოავლინა ტერატოგენური და ემბრიოტოქსიკური ეფექტები, მაგრამ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ზალეპლონის უსაფრთხოების შესაფასებელი კლინიკური მონაცემები საკმარისი არის. ზალაპლონის გამოყენება ორსულობის დროს რეკმენდებული არ არის. თუ პრპერატი დანიშნული აქვს შვილოსნობის უნარის მქონე ასაკის ქალს, უნდა მოხდეს მისი გაფრთხილება, რომ თუ ის გეგმავს ორსულობას ან თუ უკვე ორსულად არის, მან ამ პრეპარატის მოხსნასთან დაკავშირებით უნდა გაიაროს კონსულტაცია თავის ექიმთან.  თუ გაურკვეველი მიზეზებით ეს პრეპარატი გამოიყენებოდა ორსულობის გვიან სტადიებზე, ან მაღალი დოზებით ან მშობიარობის დროს, მოსალოდნელია, რომ ახალშობილში ადგილი ექნება ისეთ ეფექტებს, როგორიც არის ჰიპოთერმია, ჰიპოტონია და სუნთქვის საშუალო ხარისხის დათრგუნვა, რაც გაპირობებულია ამ ნივთიერების ფარმაკოლოგიური მოქმედებით.   ჩვილებს, რომელთა დედები ორსულობის გვიან სტადიაზე მუდმივად ღებულობდნენ ბენზოდიაზეპინებს და ბენზოდიაზეპინების მსგავს პრეპარატებს, შეიძლება განუვითარდეთ ფიზიკური დამოკიდებულება და არსებობს პოსტნატალურ პერიოდში <<მოხსნის>> სიპტომების განვითარების რისკი. იმის გამო, რომ ზალეპლონი აღწევს ლაქტატში, ძუძუთი კვების პერიოდში ქალებმა ის არ უნდა მიიღონ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი