არკოქსია / ARCOXIA ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

არკოქსია – გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს  ორსულობა. ეტორიკოქსიბის, როგორც ცოგ-ის მაინჰიბირებელი სხვა პრეპარატების გამოყენება, არ არის რეკომენდირებული ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. არ არსებობს კლინიკური მონაცემები ორსულობის პერიოდში ეტორიკოქსიბის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე კვლევებში აღინიშნებოიდა რეპროდუქციული ტოქსიურობა. პოტენციური რისკი ქალებში ორსულობის პერიოდში უცნობია. ორსულობის ბოლო ტრიმესტრის განმავლობაში ეტორიკოქსიბის, როგორც პროსტაგლანდინების მაინჰიბირებელი სხვა პრეპარატების გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვების არარსებობა და ბოტალის სადინარის ნაადრევი დახურვა. ეტორიკოქსიბის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. თუ ორსულობა დადგა მკურნალობის პერიოდში, ეტორიკოქსიბი უნდა მოიხსნას.  ლაქტაცია. უცნობია აღწევს თუ არა ეტორიკოქსიბი დედის რძეში ქალებში. ცნობილია, რომ ვირთხებში პრეპარატი გამოიყოფა დედის რძით. ქალებმა, რომლებიც იყენებენ ეტორიკოქსიბს, ძუძუთი არ უნდა კვებონ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი