აციკოლი / ACIKOOL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

აციკოლი –  ადეკვატური და კარგად-გაკონტროლებული კვლევები ორსული ქალებისათვის ომეპრაზოლის მიცემის შესახებ არ ჩატარებულა. ორსულობის პერიოდში ომეპრაზოლის გამოყენების შესახებ მიღებული ცნობების უდიდესი ნაწილი ადასტურებს მის ექსპოზიციას პირველ ტრიმერსტრში, ხოლო  გამოყენების ხანგრძლივობა იშვიათადაა განსაზღვრული. გამოქვეყნებული  მონაცემების ექსპერტული განხილვა, რომელიც ჩატარდა TERIS-ის – ტერატოგენური საინფორმაციო სისტემის მეშვეობით ასკვნის, რომ სავარაუდოდ ამ წამლის  თერაპიული დოზები ორსულობის პერიოდში არ წარმოშობს მნივნელოვან ტერატოგენულ რისკს (ამ მონაცემთა რაოდენობა და ხარისხი შეფასდა დადებითად). ჩატარებულია სამი ეპიდემიოლოგიური კვლევა, რომლებითაც ერთმანეთთან იქნა შედარებული ახალშობილთა კონგენიტალური დარღვევების სიხშირე.  კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ ის ახალშობილთა დედები, რომლებიც ორსულობის პერიოდში ღებულობდნენ ომეპრაზოლს და რომლებსაც  გამოუვლინდათ H-2 რეცეპტორის ანტაგონისტები.  შვედეთის სახელმწიფოს ახალშობილთა სამედიცინო რეესტრის მიერ ჩატარებული მოსახლეობის ეპიდემიოლოგიური კოჰორტული კვლევით, რომელიც დაახლოებით 99% ორსულ ქალებსმოიცავდა, გამოვლინდა 955 ახალშობილი  (824 პირველ ტრიმესტრის განმავლობაში, 39 პირველიტრიმესტრის დასრულებისას და 131 პირველი სემესტრის შემდეგ), რომელთა დედები იყენებდნენ ომეპრაზოლს ორსულობისას. ნაყოფის მიმართ ომეპრაზოლი არ იყო დაკავშირებული ფუნქციური დარღვევების მომატებულ რისკთან (0.82, 95% CI 0,50 – 1,34), მცირე წონასთან დაბადებისას, ან აპგარის ინდექსთან (Apgar score). ვენტიკულალური სეპტალური დეფექტების მქონე ახალშობილთა რიცხვი და ნაყოფის სიკვდილიანობის რიცხვი სავარაუდო ნორმალურზე დაბალი იყო. ავტორის დასკვნით, ორივე ეს დეფექტი  შეიძლება შემთხვევითი ყოფილიყო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი