გაბაგამა/Gabagamma ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გაბაგამა –  გაბაგამა® -ს მიღება ორსულობის დროს დაუშვებელია, თუ არ არსებობს ექიმის დანიშნულება. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეპციული საშუალებები. ორსულებში გაბაგამა® -ს გამოყენების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა ცნობილია, რომ კრუნჩხვების სამკურნალო სხვა პრეპარატები ზიანს აყენებენ ნაყოფს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთზე მეტი კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი გამოიყენება. ამიტომ, თუ შესაძლებელია და მხოლოდ ექიმის რჩევით, ორსულმა მხოლოდ კრუნჩხვის საწინააღმდეგო ერთი  პრეპარატი უნდა მიიღოს. ნუ შეწყვიტავთ უეცრად ამ პრეპარატის მიღებას, ვინაიდან მოსალოდნელია კრუნჩხვების განვითარება, რამაც შეიძლება მძიმე შედეგი იქონიოს თქვენზე და თქვენს ბავშვზე. იმ შემთხვევაში თუ დაორსულდით, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან დაორსულებას გეგმავთ, გაბაგამა® – ს მიღებამდე აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს. გაბაგამა® – ს აქტიური ნივთიერება, გაბაპენტინი გამოიყოფა დედის რძეში. ვინაიდან მეძუძურ ბავშვზე ზეგავლენა უცნობია, გაბაგამა® – ს გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი