დერმაზინი / DERMAZIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დერმაზინი –  ორსულობა პოტენციური ზიანის შეფასებისთვის ვერცხლის სულფადიაზინის გამოყენების მონაცემები ორსულობის დროს ადამიანებში არასაკმარისია. ვერცხლი შეიწოვება მცირე რაოდენობებით. ნაყოფზე ვერცხლის სულფადიაზინის შესაძლო ზემოქმედება შესწავლილი არ იყო. არსებობს ჰიპერბილირუბინემიის და ბირთვული სიყვითლის რისკი ახალშობილებში სულფონამიდების სისტემური მიღებისას უშუალოდ მშობიარობის წინ, რადგანაც სისხლში სულფონამიდები განდევნიან ბილირუბინს ალბუმინთან შეკავშირების ადგილებიდან. ორსულებში და იმ ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, დერმაზინი უნდა იქნას გამოყენებული განსაკუთრებული სიფრთხილით. უცნობია, გამოიყოფა თუ არა ვერცხლის სულფადიაზინი დედის რძეში. მაგრამ ცნობილია, რომ სულფონამიდები გამოიყოფა დედის რძეში მცირე რაოდენობებით. უდღეურ ახალშობილებსა და ბავშვებში გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზის უკმარისობით აუცილებელია მიიღოთ მხედველობაში ჰიპერბილირუბინემიის და ბირთვული სიყვითლის განვითარების მომატებული რისკი. დანარჩენ შემთხვევებში აღნიშნული პრეპარატით მკურნალობისას ძუძუთი კვება შესაძლებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი