დიკლო-დენკი 75 ინექცია / Diclo-Denk 75 Injection ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დიკლო-დენკი 75 ინექცია –  დიკლოფენაკის ნატრიუმი არ გამოიყენება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. ორსულებში დიკლოფენაკის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამის გამო დიკლოფენაკის ნატრიუმი გამოიყენება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. მისი მოქმედების გამო დიკლოფენაკის ნატრიუმმა შეიძლება გამოიწვიოს სამშობიარო მოქმედების დათრგუნვა, ასევე ბოტალის სადინარის ნაადრევი დახურვა, ზრდის დედის და ბავშვის მიდრეკილებას სისხლდენისაკენ და დედის შეშუპების რისკს. აქტიური ინგრედიენტი, დიკლოფენაკი და მისი მეტაბოლიტები უმნიშვნელო რაოდენობით გადადიან დედის რძეში. რადგან დიკლოფენაკის ხანმოკლე გამოყენებისას ბავშვებში არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტები, ამიტომ არ არის აუცილებელი ძუძუთი კვების შეწყვეტა. პრეპარატის ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა განხილულ იქნას ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი