დიფლუკანი / Diflucan ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დიფლუკანი –  ორსულებში ადეკვატური და კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. აღწერილია მრავლობითი თანდაყოლილი მანკების შემთხვევები ახალშობილებში, რომელთა დედები 3 თვე და მეტი ხანგრძლივობით იღებდნენ ფლუკონაზოლს მაღალი დოზით (400-800 მგ დღეში) კოკციდიოიდომიკოზის გამო. ამ დარღვევებსა და ფლუკონაზოლის თერაპიას შორის კავშირი არ არის დადგენილი. ორსულობისას არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლის მიღება, გარდა მძიმე და სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში სოკოვანი ინფექციებისა, როცა შესაძლო სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს. ამიტომ რეპროდუქციული ასაკის ქალებმა მკურნალობისას უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საშუალებები. ფლუკონაზოლი ვლინდება ქალის რძეში პლაზმურთან მიახლოებული კონცენტრაციებით, ამიტომ, მისი დანიშვნა ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი