ეკლიპსი-სანოველი / EKLIPS-sanovel ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ეკლიპსი-სანოველი –  ორსულთა კატეგორია: C (I ტრიმესტრი) და D (II და III ტრიმესტრი).  უშუალოდ რენინ-ანგიოტენზინურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების გამოყენებამ ორსულობის II და III ტრიმესტრში შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე გართულებების განვითარება, ნაყოფის სიკვდილიანობის ჩათვლით. ამიტომ ორსულობის დადგენის შემთხვევაში საჭიროა ლოზარტან კალიუმის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.  მონაცემები ლოზარტან კალიუმის გამოყენების შესახებ ორსულებში არ არსებობს. ადამიანებში ნაყოფის თირკმლების პერფუზია, რომელიც დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, იწყება ორსულობის II ტრიმესტრიდან. ამიტომ ორსულობის II და III ტრიმესტრში ლოზარტან კალიუმის გამოყენება სარისკოა ნაყოფისათვის. ამ მიზეზით ორსულობის პერიოდში ლოზარტან კალიუმის მიღება აკრძალულია. ბოლომდე არ არის დადგენილი ხვდება თუ არა პრეპარატი დედის რძეში. დედისთვის ლოზარტან კალიუმის მიღების მნიშვნელობისა და ახალშობილის მხრიდან უარყოფითი გვერდით მოვლენების შესაძლო განვითარების შეფასების შედეგად უნდა შეწყდეს ან პრეპარატის მიღება ან ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი