ელაფრა – ELAFRA ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ელაფრა –  პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის და მომწიფების პერიოდში, როდესაც არ გამოიყენება სანდო კონტრაცეპტული საშუალებები.  პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ აუცილებელი ქალმა 2 წლის განმავლობაში დაიცვას თავი ორსულობისაგან. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს ორსულობა. ქალები, რომლებიც ღებულობენ ლეფლუნომიდს და სურთ დაორსულება (ან უკვე დადგა ორსულობა) რეკომენდირებულია “გამორეცხვის” პროცედურის ჩატარება, რაც ხელს უწყობს სისხლის პლაზმაში შემავალი აქტიური მეტაბოლიტის დონის სწრაფად შემცირებას (ლეფლუნომიდის შეწყვეტის შემდეგ ინიშნება ქოლესტირამინი დოზით 8გ დღეში სამჯერ 11 დღის განმავლობაში ან 50გ გააქტივებული ნახშირი, ფხვნილის სახით დღეში ოთხჯერ 11 დღე). შემდგომ აუცილებელია მეტაბოლიტის A771726 კონცენტრაციის განსაზღვრა ორჯერ, 14 დღიანი ინტერვალით. იმ მომენტიდან, როდესაც პრეპარატის კონცენტრაცია დაფიქსირდება 20მკგ/ლ დაორსულებამდე უნდა გავიდეს 1.5 თვე. გასათვალისწინებელია, რომ “გამორეცხვის” პროცედურის გარეშე პრეპარატის კონცენტრაციის დაწევა 20მკგ/ლ-ს ქვემოთ აღინიშნება 2 წლის შემდეგ. ქოლესტირამინმა და გააქტივებულმა ნახშირმა შესაძლებელია გავლენა მოახდისნოს ესტროგენის და პროგესტერონის აბსორბციაზე იმ თვალსაზრისით, რომ სანდო პერორალური კონტრაცეპტული საშუალებები არ იძლევა საჭირო კონტრაცეპციის გარანტიას პრეპარატის გამოყენების პერიოდში. რეკომენდირებულია კონტრაცეპციის ალტერნატიული მეთოდის გამოყენება. ლეფლუნომიდი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში. სწორედ ამიტომ ლეფლუნომიდის მიღება ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი