ელიდელი – ELIDEL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ელიდელი –  არ არსებობს ადექვატური მონაცემები ორსულ ქალებში ელიდელის 1% კრემის გამოყენების შესახებ. ცხოველებში ჩატარებული გამოკვლევები პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებაზე მიუთითებენ იმაზე, რომ ელიდელი პირდაპირ ახდენს ან განაპირობებს დამაზიანებელ ქმედებას ორსულობის მსვლელობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე და შთამომავლობის პოსტნატალურ განვითარებაზე. საჭიროა სიფრთხილე ორსული ქალებისთვის ელიდელის 1% კრემის დანიშვნისას. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ პიმეკროლიმუსის შეწოვის მინიმალურ ხარისხს ადგილობრივი გამოყენების დროს, პოტენციური რისკი ადამიანისთვის ითვლება უმნიშვნელოდ. პრეპარატის ადგილობრივი მიღების დროს დედის რძეში მისი გამოყოფის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა, ამიტომ უცნობია აღწევს თუ არა პიმეკროლიმუსი დედის რძეში. ვინაიდან მრავალი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, საჭიროა სიფრთხილე მეძუძურ ქალებში ელიდელის 1% კრემის დანიშვნისას. თუ გავითვალისწინებთ პიმეკროლიმუსის შეწოვის მინიმალურ ხარისხს ადგილობრივი გამოყენების დროს, პოტენციური რისკი ადამიანისთვის ითვლება უმნიშვნელოდ. მეძუძურმა ქალებმა არ უნდა წაისვან ელიდელის 1% კრემი სარძევე ჯირკვლების არეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი