ეტრუზილი / ETRUZIL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ეტრუზილი –  ლეტროზოლის გამოყენება დაუშვებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან, მან შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს. თუ თქვენ გაქვთ ეჭვი რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ლეტროზოლი გამოიყენება ქალებში, სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ, მხოლოდ პოსტმენოპაუზის პერიოდში. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პოსტმენოპაუზის მდგომარეობა დადგა ახლო წარსულში ან თვენ ხართ პერიმენოპაუზის მდგომარეობაში, ლეტროზოლის გამოყენებამდე ექიმმა თქვენთან უნდა განიხილოს ორსულობაზე ტესტის ჩატარების, ასევე კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენების აუცილებლობის საკითხი, ვინაიდან შესაძლებელია შენარჩუნებული იყოს დაორსულების შესაძლებლობა. ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი