ეუთიროქსი – EUTHYROX ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ეუთიროქსი –  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ დანიშნული პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს. ორსულობის დროს საჭიროა პრეპარატის დოზის გაზრდა თიროქსინშემაკავშირებელი გლობულინის რაოდენობის მომატების გამო. თირეოიდული ჰორმონის რაოდენობა, რომელიც დედის რძეში გამოიყოფა ლაქტაციის პერიოდში (პრეპარატის მაღალი დოზებით მკურნალობის დროსაც კი) არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რაიმე დაზიანება გამოიწვიოს ბავშვში. ორსულობის დროს ლევოთიროქსინის მიღება თირეოსტატიკურ საშუალებთან კომბინაციაში უკუნაჩვენებია, რადგანაც ამ დროს შესაძლოა საჭირო გახდეს თირეოსტატიკების დოზის გაზრდა. თირეოსტატიკები კი აღწევს რა პლაცენტაში, შეიძლება ნაყოფში ჰიპოთირეოზის განვითარება გამოიწვიოს. ლაქტაციის პერიოდში საჭიროა პრეპარატის სიფრთხილით გამოყენება, მკაცრად რეკომენდებულ დოზებში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი