ვოლტარენ® რაპიდი / VOLTAREN® RAPID ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვოლტარენ® რაპიდი – ორსულობა და ლაქტაცია. ორსულობა. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა პირდაპირი ან ირიბი ტოქსიკური ზეგავლენა ორსულობაზე, ემბრიონალურ/ფეტალურ განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე. ორსულ ქალებში დიკლოფენაკის გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა. ვოლტარენ® რაპიდი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პირველი ორი ტრიმესტრის განმავლობაში, გარდა იმისა, თუ დედისათვის პრეპარატის გამოყენების პოტენციური სარგებელი ზრდის რისკს ნაყოფისთვის. პრეპარატის გამოყენება ორსულობის III ტრიმესტრის განმავლობაში უკუნაჩვენებია, რადგანაც არსებობს შვილოსნობის უნარის დათრგუნვისა და არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვის შესაძლებლობა. ძუძუთი კვება. სხვა აასს-ის მსგავსად, დიკლოფენაკი მცირე რაოდენობებით აღწევს ძუძუს რძეში, ამიტომ ვოლტარენ® რაპიდი არ უნდა იქნას დანიშნული ლაქტაციის პერიოდში, იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ბავშვის გვერდითი ეფექტების განვითარება. ფერტილურობა. ისევე, როგორც სხვა აასს, ვოლტარენ® რაპიდს შეუძლია ახდენდეს ზეგავლენას ქალის ფერტილურობაზე და ამიტომ რეკომენდებული არ არის იმ ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. ამ პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყვიტონ იმ ქალებმა, რომელებსაც არ შეუძლია დაორსულება, და ასევე იმ ქალებმა, რომლებსაც უტარდებათ უნაყოფობის გამოკვლევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი