ზოლოფტი / ZOLOFT ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ზოლოფტი –  ცხოველურ კვლევებში არ გამოვლინდა სერტრალინის ტერატოგენული ეფექტი. პოსტმარკეტინგულ კვლევებში სერტრალინის მიღებამ ორსულობის მესამე ტრიმესტრში, ისევე როგორც სეროტონინის უკუმიტაცების სხვა სელექტიურმა ინჰიბიტორებმა და ახალი თაობის სხვა ანტიდეპრესამტებმა გამოიწვიეს მთელი რიგი გართულებები, რაც მოითხოვდა ნაყოფის გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას  (რესპირატორული და კვების პრობლემები, ციანოზი, ტრემორი, ჰიპო ან ჰიპერტონია, პირღებინება). შესაბამისად ორსულობის პერიოდში სერტრალინის გამოყენება იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებლიანობა მკვეთრად აღემატება ნაყოფზე მისი მოქმედების პოტენციურ რისკს. დედის რძეში სერტრალინის კონცენტრაცია მინიმალურია, მაღლი დოზების დროსაც. სერტრალინის შემცველობა იმ ახალშობილთა პლაზმაში, რომელთა მეძუძური დედები ღებულობდნენ სერტრალინს არ აღემატება 2 ნგრ/მლ-ზე, ხანმოკლე კვლევებში არ გამოვლინდა უარყოფითი ზეგავლენა ახალშობილზე, თუმცა მეძუძური დედებისათვის სერტრალინის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეფასდეს სარგებლიანობა და შესაძლებელი რისკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი