ივაკარდი / IVAKARD ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ივაკარდი –  თუ თქვენ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება დადგეს ორსულობა ან გეგმავთ ორსულობას, წინამდებარე წამლის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა მკურნალობის პერიოდში უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის სათანადო ზომები. ორსულობა ორსულ ქალებში ივაბრადინის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია ან არ არსებობს, პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია. ამიტომ ივაბრადინი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ძუძუთი კვება დედის რძეში ივაბრადინის მოხვედრის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ამიტომ ივაბრადინი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს. ქალებმა, რომელთაც ესაჭიროებათ ივაბრადინით მკურნალობა,  უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება და აირჩიონ ბავშვის კვების სხვა მეთოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი