იცით ადვანტანს რა უკუჩვენებები აქვს?

ადვანტანის უკუჩვენებებია: კანის ტუბერკულოზი და პრეპარატის წაცხების ადგილას სიფილისის კანისმიერი გამოვლინება; პრეპარატის წაცხების ადგილას კანის ვირუსული დაზიანება (მაგალითად, ჩუტყვავილა, სირსველი); პრეპარატის წაცხების ადგილას როზაცეა, პერორალური დერმატიტი; ვაქცინაციაზე კანისმიერი რეაქცია; პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში გულდასმით უნდა აიწონ-დაიწონოს დედისთვის მოსალოდნელი სარგებლობა და ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის პოტენციური რისკი. ამ კატეგორიის პაციენტებისთვის არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება კანის დიდ ფართობზე წასასმელად. მეძუძურმა დედებმა პრეპარატი არ უნდა წაისვან სარძევე ჯირკვლებზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები