იცით ადიპრილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ადიპრილის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, სუსტად არის გამოხატული და გარდამავალი ხასიათისაა, მკურნალობის შეწყვეტას იშვიათად მოითხოვს.  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიკური ჰიპოტენზია; იშვიათად – არიტმია, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია; ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე; იშვიათად – ძილიანობა, კიდურების და ტუჩის კუნთების ფასციკულაცია(კანკალი), ასთენია, ხასაითის ლაბილობა, გონების არევა; სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, სისხლში ბილირუბინისა და ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება(განსაკუთრებით თირკმლის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის და რენოვასკულარული ჰიპერტენზიის დროს); იშვიათად – ნაწლავის ფუნქციის დარღვევა, პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, პანკრეატიტი, ჰეპატოცელულარული ან ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტის, ღრძილების ჰიპერპლაზია, მადის დაქვეითება; შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: კრეატინინის, შარდოვანას აზოტის მატება; იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შარდვის გახშირება, ოლიგურია, ანურია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ურემია, პროტეინურია; ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერკალიემია; დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, სახის კანის სიწითლე; იშვიათად – ოფლდენის გაძლიერება, ალოპეცია; ალერგიული რეაქციები: იშვიათად _ ჭინჭრის ციება, სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხორხის ანგიონევროზული შეშუპება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და სიმპტომების სრულ გაქრობამდე პაციენტზე დაკვირვება.  სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ერითროციტოპენია, ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია – ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის მცირედი ცვლილება. სხვადასხვა: ტკივილი გულმკერდში, ართრალგია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები