იცით ავამისს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ავამისის გვერდითი მოვლენებია: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100 და <1/10), არახშირი (>1/1,000 და <1/100), იშვიათი (>1/10,000 მაგრამ <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000). სასუნთქი სისტემა: ძალიან ხშირი – ეპისტაქსისი (სისხლხდენა ცხვირიდან). ხშირი: ცხვირში წყლულების გაჩენა. სისხლდენა ცხვირიდან, ჩვეულებრივ, უმნიშვნელო და ზომიერი ინტესივობისაა. მოზრდილებსა და მოზარდებში ცხვირიდან სისხლდენის შემთხვევები უფრო ხშირად პრეპარატის ხანგრძლივი (>6 კვირა) გამოყენების დროს აღინიშნებოდა, ვიდრე 6 კვირამდე გამოყენებისას. 12 კვირამდე ხანგრძლივობის პედიატრიულ კლინიკურ კვლევებში ეპისტაქსისის სიხშირე თანაბარი იყო ავამისისა და პლაცებოს ჯგუფებს შორის. იშვიათი: იმუნური სისტემა – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ანაფილაქსიის, ანგიონევროზული შეშუპების, გამონაყარის და ჭინჭრის ციების ჩათვლით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები