იცით ავასტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ავასტინის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის პერფორაცია, სისხლდენა (ფილტვისმიერი სისხლდენა/სისხლიანი ხველა – ხშირია ფილტვების არაწვრილუჯრედოვანი არაბრტყელუჯრედოვანი კიბოს დროს), არტერიული თრომბოემბოლია. არტერიული წნევის მატება და პროტეინურია დოზადამოკიდებულ ხასიათს ატარებს. პაციენტები, რომლებიც მხოლოდ ავასტინით მკურნალობენ, ხშირად უჩივიან არტერიული წნევის მატებას, სისუსტეს ან ასთენიას, დიარეას, გულისრევას და მუცლის ტკივილს. ქვემოთ ჩამოთვლილია ავასტინით მკურნალობის (როგორც მონოთერაპიის დროს, ისე ქიმიოთერაპიასთან კომბინირების შემთხვევაში) შესაძლო გვერდითი მოვლენები სისტემების მიხედვით: გულ-სისხლძარღვთა სისტემა: არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული თრომბოემბოლია (მათ შორის – მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური შეტევა), ღრმა ვენების თრომბოზი, გულის ქრონიკული უკმარისობა, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, სისხლდენა; სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ფებრილური ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გემოს გაუკუღმართება, მუცლის ტკივილი, დიარეა, შეკრულობა, რექტალური სისხლდენა, სტომატიტი, ღრძილებიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია, ნაწლავის გაუვალობა, გულისრევა, ღებინება; სასუნთქი სისტემის მხრივ: ფილტვისმიერი თრომბოემბოლია, ჰიპოქსია, ცხვირიდან სისხლდენა, ქოშინი, რინიტი; დერმატოლოგიური რეაქცია: მტევან-ტერფის სინდრომი, კანის სიმშრალე, დერმატიტი, კანის ფერის შეცვლა; მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის ფუნქციის დარღვევა; ლაბორატორიული მაჩვენებლების დარღვევა: ჰიპერგლიკემია, ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, პროტეინურია, თრომბირების გახანგრძლივება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები