იცით ავეზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ავეზოლის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: ჰიპერთერმია, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, ბრონქოსპაზმი, ეოზინოფილია, ანგიონევროზული შეშუპება, ართრალგია, ანაფილაქსიური შოკი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი, იშვიათად – ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი; შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის მაღალი დოზით მკურნალობისას (6 გ) – ნეფროტოქსიკური მოვლენები (ამ შემთხვევაში დოზა მცირდება, მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს სისხლში შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის კონცენტრაციის დინამიკის კონტროლის ქვეშ); ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, კუმბსის დადებითი რეაქცია, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება, ჰიპერკრეატინინემია;  ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია – მტკივნეულობა კუნთში პრეპარატის შეყვანის ადგილას, ინტრავენური შეყვანისას – ფლებიტის განვითარება;  სხვა: კრუნჩხვები, პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას – დისბაქტერიოზი, ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტული შტამებით გამოწვეული სუპერინფექცია, კანდიდამიკოზი (კანდიდოზური სტომატიტის ჩათვლით).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები