იცით აველოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აველოქსის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მოსალოდნელია QT ინტერვალის გახანგრძლივება, ჰიპოკალემია, ტაქიკარდია; კუჭ-ნაწლავის მხრივ – გულისრევა, დიარეა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი; ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ – თავბრუხვევა, თავის ტკივილი, უძილობა ან ძილიანობა, შფოთვა, ტრემორი, პარესთეზია, ფსიქომოტორული აქტივობის მატება; სისხლმბადი სისტემის მხრივ – ანემია, ლეიკოზი, თრომბოციტოზი, ტრომბოციტოპენია, ეოზინოფილია; ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ – ართრალგია, მიალგია, კრუნჩხვა; გრძნობათა ორგანოების მხრივ – გემოვნების შეცვლა, მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია, ყურებში ხმაური, ყნოსვის დარღვევა; სასუნთქი სისტემის მხრივ – ქოშინი, ასთმური მდგომარეობა; ნივთიერებათა ცვლის მხრივ – ჰიპერჰიდროზი,  დეჰიდრატაცია, ჰიპერლიპიდემია; შარდსასქესო სისტემის მხრივ – დეჰიდრატაციის შედეგად თირკმელების ფუნქციის დარღვევა, რასაც შესაძლოა მოჰყვეს თირკმლის დაზიანება, განსაკუთრებით – თირკმლის პათოლოგიის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში; ალერგიული რეაქცია (იშვიათია) – ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი, (ძალიან იშვიათია) ანაფილაქსიური შოკი, შეშუპება. უკუჩვენებანი * ორსულობა; * ლაქტაცია; * 18 წლამდე ასაკი; * მოქსიფლოქსაცინისა და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები