იცით ავომინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ავომინის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა პრეპარატმა, ავომინი 1მგ გარსით დაფარულმა ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ ისინი ყველას არ უვითარდება. შემდგომი შეჯამება მოიცავს გვერდით ეფექტებს მათი სიხშირის მიხედვით: სერიოზული ალერგიული რეაქციები (ძალიან იშვიატი, აღინიშნება 10,000-იდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში) თუ რომელიმე ჩამოთვლილი აღგენიშნებათ, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს-შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახამრება: – კანის ექსტრემალურად მწვავე რეაქციები წყლულების და ბუშტების ჩათვლით. ეს ცნობილია, როგორც “სტივენს-ჯონსონის სინდრომი” (ამ გვერდითი ეფე ქტის სიხშირე უცნობია). სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (იშვაითი, აღინიშნება 1-10 შემთხვევაში 10.000-იდან). ღვიძლის ეფექტები (არახშირი, აღინიშნება 1-10 შემთხვევაში 1.000-იდან) ეს ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: – კანის ან თვალების სიყვითლეს, მუქ შარდს, მადის დაკარგვას და საერთო სისუსტეს. თუ ეს ნიშნები აღგენიშნებათ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს-შეიძლება დაგჭირდეთ გამოკვლევა ან მკურნალობა. სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები (ჩვეულებრივ არა მწვავე): ძალიან ხშირი (აღინიშნება 10-იდან 1-ზე მეტ შემთხვევაში) -“ცხელი” სიწითლე – სისუსტე – სახსრების ტკივილი ან დაჭიმვა – კანის გამონაყარი (ეს ცნობილია როგორც “ფიჭისებრი” ან ჭინჭრისებრი გამონაყარი) – თვითგრძნობის გაუარესება (გულისრევა) – თავის ტკივილი. ხშირი (აღინიშნება 100-იდან 1-10 შემთხვევაში) – საშოს სიმშრალე – საშოდან სისხლდენა (ჩვეულებრივ მკურნალობის პირველ რამდენიმე კვირაში, თუ სისხლდენა გრძლედება, მიმართეთ ექიმს). – თმის გათხელება (თმის ცვენა) – დიარეა – მადის დაკარგვა – სისხლში ცხიმოვანი ნივთირების-ქოლესტეროლის დონის მომატება. ეს გამოვლინდება სისხლის ანალიზიტ.  – თვითგრძნობის გაუარესება (ღებინება) – ძილიანობა – მაჯის “გვირაბის” სინდრომი (ყურებში ხმაური, ტკივილი, სიცივე, სისუსტე ხელის ნაწილებში).. – სისხლის ტესტების ცვლილება, რომელიც აჩვენებს როგორ მუშაობს თქვენი ღვიძლი.  არახშირი (აღინიშნება 1-01 შემთხვევაში 1000-იდან) – სასხლეტი თითი (მდგომარეობა, როდესაც თქვენი თითი ჩრდება მოხრილ მდგომარეობაში). ეფექტი ძვლებზე ანასტროზოლი ამცირებს ჰორმონე ესტროგენის დონეს თქვენს ორგანიზმში. ამან შეიძლება შეამციროს თქვენი ძვლების მინერალური შემცველობა. თქვენი ძვლები შეიძლება ნაკლებად ძლიერი იყოს და უფრო დიდი შანსი იყოს მოტეხილობისა. თქვენი ექიმი მართავს ამ რისკებს მენოპაუზურ ქალებში ძვლის მკურნალობის გაიდლაინების მიხედვით. უნდა დაელაპარაკოთ თქვენს ექიმს რისკსა და მკურნალობის შესახებ. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება, ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ბროშურაში მოცემული არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები