იცით აზინფექსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აზინფექსინის გვერდითი მოვლენებია: კლინიკური კვლევების დროს გამოვლინდა შემდეგი გვერდითი რეაქციები: სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან: იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა ნეიტროფილების რაოდენობის უმნიშვნელო და გარდამავალი კლება, მაგრამ აზითრომიცინის მიღებასთან კავშირი ვერ იქნა დადგენილი.  სმენის ორგანოების მხრიდან: ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც იღებდნენ აზითრომიცინს, აღენიშნათ სმენის შექცევადი დარღვევა (სმენის დაქვეითება, სიყრუე და/ან ხმაური ყურებში) ძირითადად პრეპარატის მაღალი დოზებით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მიღებისას;  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: გულისრევა, ღებინება, დიარეა, გათხელებული განავალი, დისკომფორტი მუცლის   არეში(ტკივილები/სპაზმი), მეტეორიზმი;  ღვიძლის მხრიდან: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;  კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან: ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი და ანგიონევროზული შეშუპება; დამატებით, პოსტ-მარკეტინგული კვლევების დროს, გამოვლინდა არასასურველი რეაქციები: ინფექციები და ინვაზია: მონილიაზი და ვაგინიტი;  სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია; იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსია (ძალიან იშვიათად ფატალური შედეგით);  ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: ანორექსია; ფსიქიკის მხრივ: აგრესიული რეაქციები, აგზნება, შფოთვა;  ნერვული სისტემის მხრივ: დაღლილობა, კრუნჩხვები (როგორიც სხვა მაკროლიდების მიღებისას) თავის ტკივილი, ჰიპერაქტიურობა, პარესთეზია, ძილიანობა, გონების დაკარგვა, იშვიათ შემთხვევაში გემოვნების დარღვევა;  სმენის ორგანოების და ლაბირინთული ორგანოების დარღვევბის მხრივ: თავბრუსხვევა;  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არითმია, ისეთები როგორიცაა გულისცემა და პარკუჭოვანი ტაქიკარდია, (როგორც სხვა მაკროლიდების მიღებისას), Qt ინტერვალის გახანგრძლივება და ტორსადეს დე პოინტეს, ჰიპოტენზია;  კუჭ-ნაწლავის ორგანოების ტრაქტის მხრივ: ღებინება/დიარეა, დისპეფსია, ყაბზობა, ფსევდომემბრანული კოლიტი, პანკრეატიტი, იშვიათად ენის ფერის დაკარგვა;  ღვიძლის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის მოშლა, როგორიცაა ჰეპატიტი და ქოლესტაზური სიყვითლე; კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება, იშვიათად ისეთი მძიმე ალერგიული რეაქციები, როგორიცაა მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი; საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ართრალგია; თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ: ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა;  ზოგადი დარღვევები: ასთენია, დაღლილობა, მოთენთილობა;  არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები