იცით აზიპინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აზიპინის გვერდითი მოვლენებია: ვლინდება იშვიათად (1% და უფრო მცირე). • საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მელენა, ქოლესტაზით განპირობებული სიყვითლე, გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, მადის დაქვეითება, გასტრიტი. • ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, კვინკეს შეშუპება. • შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ვაგინალური კანდიდოზი, ნეფრიტი. • გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი გულ-მკერდის არეში • ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ბავშვებში-თავის ტკივილი (ოტიტის მკურნალობისას), ჰიპერკინეზია, ნევროზი, ძილის დარღვევა. სხვა:შესაძლოა ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ზომიერი მომატება, ადვილად დაღლა, გამონაყარი, კონიუნქტივიტი. • ძალიან იშვიათ შემთხვევაში ნეიტროფილია და ეოზინოფილია. შეცვლილი მაჩვენებლები აღწევს ნორმის ფარგლებს მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 კვირის შემდეგ. სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები